გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ვისურვებდი, რომ 2017 წელს სიკეთე და სიხარული მოეტანოს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოს ყველა ოჯახისათვის. მშვიდობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს გულებში. 2016 წელს ჩვენ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით არსებითად შევცვალეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, განვახორციელეთ და საფუძველი ჩავუყარეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ პროექტებსა და ღონისძიებებს. ჩემო დმანისელებო თქვენ გაქვთ საშუალება აკონტროლოთ და შეაფასოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ერთობა და ურთიერთთანამშრომლობა არის საწინდარი, რომ ჩვენს გამორჩეულად ლამაზ ქალაქში მრავალი სასიკეთო სიახლე დაინერგოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობას, მატერიალურ კეთილდღეობას და გაბრწყინებას ვუსურვებ სრულიად საქართველოს.
გოგი ბარბაქაძე,
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი
სიახლეები
ძვირფასო დმანისელებო!
30 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4045
სიახლეები
დეკ 28 შბ 2024
474
დეკ 28 შბ 2024
385
დეკ 24 სამ 2024
435
დეკ 20 პარ 2024
428
დეკ 30 ორშ 2024
832