დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ - ინიციატივის ფარგლებში, ბათუმში რეგიონული ურბანული ფორუმი იმართება, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ესწრება.
06 ოქტ 2023
 
ფორუმზე იმსჯელეს თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის შესახებ, ასევე დაისახა ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობის სტრატეგიები. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა მართვა, ფინანსები და მწვანე მომავლისკენ გადასვლა რეგიონში მიმდინარე კრიზისების გათვალისწინებით. ფორუმის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე.
ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან ამ ინიციატივის მართვას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7931
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1811
ივნ 24 ოთხ 2026
1809