დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადეს
27 ოქტ 2023
 
უხუცესი და ახალგაზრდა პედაგოგები, სალომე გურჩიანი და ლიდა ივანიშვილი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ლიდა ივანიშვილი არის ყველაზე უხუცესი დამსახურებული პედაგოგი, ხოლო სალომე გურჩიანი, ყველაზე ახალგაზრდა რომელიც უმაღლესი სასწავლების დასრულების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს და ქალაქ დმანისში გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა.
"მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებლების დღის თარიღად 27 ოქტომბერი - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შეირჩა. ახალი ინიციატივის თანახმად,
საზოგადოებაში პედაგოგების დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად ვესტუმრეთ საჯარო სკოლებს და მივულოცეთ პედაგოგიურ კოლექტივს" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4206
 
 
 
სიახლეები
 

2025 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები