დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში, საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
31 ოქტ 2023
 
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები.
ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყლის, წყალანირებისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტი.
სამუშაოების დასრულების შემდგომ სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.
დიდი დმანისის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3921
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები