დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქ დმანისში, ა(ა)იპ ,,დმანისის სათნოების სახლი" გახსნა, რომელიც აღიჭურვა ევროსტანდარტების შესაბამისად ახალი სამზარეულოთი, მისაღებით, ავეჯით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც ,,სათნოების სახლის" ფუნქციონირებისათვისაა საჭირო.
სათნოების სახლი 2024 წლიდან ნაცვლად 60 ბენეფიციარისა, მოემსახურება 84 ბენეფიციარს და დაემატება ახალი მომსახურება საკვების მიტანა დაწესებულებიდან შორს მცხოვრები პირებისათვის.
შენობა სადაც განთავსდა ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი", მის ერთ ნაწილში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს ,,მხარდაჭერის სახლი", რომელიც ა/ო ,,ჰილსფერკ ინთერნეშენალის" და იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობას" დაფინანსებით მერიასთან ერთად ახორციელებს შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების კუთხით მომსახურებებს.
,,მხარდაჭერის სახლში" რეაბილიტირდა კიდევ ერთი სამუშაო ოთახი, რაც სახლის უკეთ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.