დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები დაიწყო.
02 თებ 2024
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და საკრებულოს წევრები ველისპირის, განახლების, სარკინეთის, გომარეთის, მამულოს, ქართული კაკლიანის, ქციის, ზემო და ქვემო კარაბულახის, ახის, ახალი და ძველი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზები დასახეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. 2024 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 686 000 ლარი გამოიყო.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3614
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები