კობა მურადაშვილმა, ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ 2023 წელს მერიამ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას მოახმარა და თითოეული პროექტი მოქალაქეების ინტერესებზე იყო მორგებული. მერმა მიმდინარე წლის გეგმებზეც ისაუბრა.
მუშაობის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.