დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან. იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) დაფინანსებით, საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკასა და დმანისის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერით, პროექტის „სათემო საბავშვო ბაღი დმანისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სოფელ კამარლოში ერთჯგუფიანი ალტერნატიული საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, მერიის შესაბამისი საკურატორო სამსახურის ხელმძღვანელთან და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სამსახურის დირექტორთან ერთად. მხარეებმა ისაუბრეს სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელიც შეეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ალტერნატიული ცენტრის შექმნას.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
22 მარ 2024
მნახველთა რაოდენობა: 2594
სიახლეები
დეკ 28 შბ 2024
474
დეკ 28 შბ 2024
385
დეკ 24 სამ 2024
435
დეკ 20 პარ 2024
428
დეკ 30 ორშ 2024
832