ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჭიდაო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, იცვლება სახურავი, ილესება და იღებება როგორც შენობის შიგნით ასევე გარე ფასადი, იცვლება ელექტრობა, ფანჯრები, ეწყობა ახალი იატაკი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და 600 ბენეფიციარს მოემსახურება. საჭიდაო დარბაზი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება და ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი.
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
110
დეკ 30 ორშ 2024
674
ნოემ 22 პარ 2024
594