დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებს XVII-XVIII საუკუნის აბულმუგის აბანოს ეზოში უმასპინძლა
20 აპრ 2024
 
18 აპრილს, მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"( საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებს XVII-XVIII საუკუნის აბულმუგის აბანოს ეზოში უმასპინძლა, რომელიც პირველი დაუშლელად გადატანილი ძეგლია საქართველოში.
 შეხვედრის თემას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა. საუბარი ასევე შეეხო "მოძრაობა კულტურული მეკვიდრეობის" ახალ, ფართო მასშტაბიან ონლაინ პროექტს "მიამბეს", რომელიც სტარტს 10 მაისიდან აიღებს სოციალურ ქსელებში და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
 ნინო ბურჭულაძის განცხადებით, შეხვედრამ ცხადყო, რომ ახალგაზრდებს მეტი ინტერესი და შესაბამისად მეტი ინფორმაცია აქვთ გარემოს დაცვასთან დაკაშირებით. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ საჭიროა მეტი შეხვედრები, მეტი საუბრები, რათა მოზარდებს ნელ-ნელა გაუღვივდეთ ინტერესი მეტი გაიგონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მათი რაიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლითაც ასე მდიდარია დმანისის მუნიციპალიტეტი.
 შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ომიაძე და კომპანია "არემჯის" გარემოსდაცვითი მმართველი კოტე ხაჭაპურიძე.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2933
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები