დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, სამეწარმეო უნარების და გენდერულ საკითხებზე ცნობიერების გაზრდის გზით" დააფინანსებს 15 ქალს ქალაქ ბოლნისში მდებარე ,,ზრდასრულთა
06 ივნ 2024
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, სამეწარმეო უნარების და გენდერულ საკითხებზე ცნობიერების გაზრდის გზით" დააფინანსებს 15 ქალს ქალაქ ბოლნისში მდებარე ,,ზრდასრულთა განათლების სასწავლო ცენტრში" მათთვის სასურველ სასწავლო მიმართულებაზე.
,,პროგრამა შემუშავდა გასულ წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს CENN-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესაბამისად. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ კურსებზე ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში შემოსული განცხადებები შესწავლილი იქნა და 15 ქალს მათთვის სასურველი სასწავლო კურსები დაუფინანსდებათ ქალაქ ბოლნისში მდებარე ,,ზრდასრულთა განათლების სასწავლო ცენტრში" მათთვის სასურველ სასწავლო მიმართულებაზე. სწავლება გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები" - ისაუბრა მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2483
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები