დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება იწყება
08 აგვ 2024
 
დმანისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება იწყება
მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ამასთან დაკავშირებით დღეს საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
როგორც, მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნატო სამადაშვილმა აღნიშნა, 2024 წლიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. პირველ ეტაპზე ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 50 000 ლარი. გამოყოფილი თანხა დაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც განხორციელდება 2025 წელს.
პროგრამის ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება 5 აგვისტოდან დაიწყო. იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 24 აგვისტომდე. იდეების წარდგენა შესაძლებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში (კანცელარიაში) ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dmanisi.mun@dmanisi.gov.ge.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5900
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
7
მაი 15 პარ 2026
7