დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

12 აგვისტოს, დიდგორის ველზე გამართულ ,,დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
12 აგვ 2024
 
12 აგვისტოს, დიდგორის ველზე გამართულ ,,დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები მუნიციპალიტეტებისათვის, სადაც წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები. საზეიმო კონცერტში კი მონაწილეობა ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,შგარიდამ'' მიიღო. აღსანიშნავია, რომ "დიდგორობის" დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად უერთდება.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3346
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები