დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროფესიული უნარების სააგენტომ, პროფესიული განათლების პოპულარიზებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები გამართა ღია კარის დღის პრინციპით.
05 ოქტ 2024
 
პროფესიული უნარების სააგენტომ, პროფესიული განათლების პოპულარიზებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები გამართა ღია კარის დღის პრინციპით.
შეხვედრების ციკლის ფარგლებში 4 ოქტომბერს ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
რომლის მასპინძელიც შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასია“ გახლდათ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და პროგრამების მიმართულებებს. პროფესიული უნარების სააგენტომ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია ზოგადად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაციის შესახებ. პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
ნინო ომიაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას წარმატება უსურვა პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს და აღნიშნა, რომ ადგილობრივ სტუდენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სასწავლო პროგრამის საფასურის ნახევარს უფინანსებს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5302
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
7
მაი 15 პარ 2026
7