დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიის სოციალური პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
12 ნოემ 2024
 
მერიის სოციალური პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მეგი ედიბერიძემ, მერიის საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაცია გამართა თემაზე მუნიციპალური სოციალური სერვისების ეფექტურობის შეფასების მექანიზმის შემუშავების გავლენის შეფასების მექანიზმი“.
2023 წელს USAID-სა და დმანისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ დაიწყო მუშაობა მუნიციპალური სოციალური სერვისების ეფექტურობის შეფასების მექანიზმის შემუშავებისა და პილოტირების პროექტზე. ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე დაინერგა მხოლოდ ორ პარტნიორ მუნიციპალიტეტში (დმანისი, ტყიბული). პროექტი გულისხმობს USAID-ის მხარდაჭერას მთლიანად პროცესის განმავლობაში, მათ შორის მეთოდოლოგიის დადგენას, დოკუმენტაციების მომზადებას, ტრენინგებს, მონაცემების შეგროვებას და ა.შ.
მომავალ წელს მოხდება პროგრამის შეფასება.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, თანამშრომლები, პროგრამით მოსარგებლე და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 496
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები