დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია ,,სემა” პოლონელ პარტნიორებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს ,,სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების ინოვაციური მოდელის განხორციელების გზით.
26 ნოემ 2024
 
საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია ,,სემა” პოლონელ პარტნიორებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს ,,სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების ინოვაციური მოდელის განხორციელების გზით. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17-22 ნოემბერს, სასწავლო ვიზიტით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი და ა(ა) იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ადგილობრივ ფერმერებთან/მეწარმეებთან ერთად, იმყოფებოდნენ პოლონეთში, პოდლასის სავოევოდოში.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ პოდლასის სავოევოდოს მარშალსა და UMWP-ის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმსა და ადგილობრივ პროდუქტზე და მონაწილეობა მიიღეს აგროტურიზმის სფეროში ჩართულ მეწარმეთა მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებში. პროექტის მიზანია დმანისის რეგიონის მხარდაჭერა რეგიონული ტურიზმისა და ადგილობრივი პროდუქტის განვითარებაში, პოდლასკის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გაცნობის გზით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1651
 
 
 
სიახლეები
 

2025 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები