დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, 2024 წლის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა
14 თებ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, 2024 წლის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა
მერმა, დამსწრე საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
კობა მურადაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, ყველა პროგრამა და ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა და სამომავლოდ განხორციელდება, მოსახლეობასთან შეთანხმებული და მათი ცხოვრების
დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
დმანისის მუნიციპალიტეტში 2023 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 74%-ით გაიზარდა, რაც მეტ შესაძლებლობებს იძლევა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით შერაზადაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, სასულიერო პირები, ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის
სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5299
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
627