დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს" ფარგლებში დმანისში მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
12 ივნ 2025
 
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს" ფარგლებში დმანისში მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დააჯილდოვა.
კამპანიაში 6 გუნდი მონაწილეობდა,
მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა ,,ჩიხი",
მეორე ადგილი ,,დმანელიმა" ხოლო პირველი ადგილი და ჩემპიონობის ტიტული ,,სითიზენს" ერგო.
კობა მურადაშვილმა მიულოცა გამარჯვებულ გუნდებს და მადლობა გადაუხადა მონაწილეებს კამპანიაში ჩართულობისთვის.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
ჩემპიონატი ტარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წლის ასაკიდან.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6114
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები