დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ილია ჯალაღანიასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყ
16 სექ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ილია ჯალაღანიასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ხმალაძესთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ მაშავერის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლიდან მიულოცა.
მერმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების საფუძველი განათლებაა.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლის შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახები და ექიმის კაბინეტები. ამასთან, სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.
სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 700 ათას ლარამდეა.
ამ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში სამი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3238
 
 
 
სიახლეები
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
907