დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად, სოფელ დაგარახლოში ახალი სპორტული მოედანი და სკვერი გახსნა.
15 ოქტ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად, სოფელ დაგარახლოში ახალი სპორტული მოედანი და სკვერი გახსნა.
​პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, განთავსდა სკამები. სამუშაოები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 409 800 ლარს შეადგენს.
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდების ჯანსაღი მომავალი უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული სივრცე ხელს შეუწყობს სოფლის ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და აქტიურ ცხოვრების წესს, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნის გართობისთვის. ვაგრძელებთ ყველა სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რათა თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ“- აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4249
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები