დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს გიგლა თამაზაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, საირიგაციო არხების აღდგენისა და განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავების რეაბილიტაცია ათეული წელია, არ ჩატარებულა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, მერია აქტიურად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტის ირიგაციის პროგრამა შემუშავდეს.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჯამში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით.
„სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდისა და მიწის რესურსების ათვისებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში“, - განაცხადა კობა მურადაშვილმა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































