ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგის ლამარა ცინდელიანის ინიციატივით, აღნიშნული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ნათლისღების დღესასწაულზე საზეიმო წირვის შემდეგ დმანისის ააიპ ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით: ,,ადამიანი ადამიანის წამალია".
პატარებმა ხანდაზმულებს მიულოცეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული, გაახალისეს სიმღერებით, გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული.
პედაგოგის ლამარა ცინდელიანის განმარტებით - ,,აქციის მიზანია ის, რომ ბავშვები მიეჩვივნენ ქველმოქმედებას''.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პირველი კლასის მოსწავლეების მშობლები, ააიპ ,,სათნოების სახლის" ხელმძღვანელი ნინო კავლელაშვილი თანამშრომლებთან ერთად, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები.
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ,,ადამიანი ადამიანის წამალია"
20 იან 2017
მნახველთა რაოდენობა: 4211
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
123
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
597