1 თებერვალს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 ძირითადი და სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგნენ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
განხილულ საკითხთა შორის იყო მიმდინარე წლის რეგიონული პროექტები და მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მასშტაბური აქციების დაგეგმვა-ორგანიზება.
საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებმა სხდომის ფარგლებში აგრეთვე ისაუბრეს რეგიონში პროექტის ,,გამოყენებითი სპორტის“ მნიშვნელობასა და სხვა სპორტული და კულტურული აქტივობების განხორცილებაზე.
სიახლეები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
02 თებ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6506
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
260
ივნ 24 ოთხ 2026
263
ივლ 05 კვ 2026
1040
ივლ 04 შბ 2026
1037
ივნ 29 ორშ 2026
1195

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































