მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობას, ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“, შპს „საქართველოს ტელე– რადიო ცენტრმა“, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ზემოთ ხსნებული სამინისტროს წარმომადგნელები, ადგილობრივი მოსახლეობა და მეზობელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შეგახსნებთ, რომ 2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და კომერციული მულტიპლექსოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე: ციფრული მაუწყებლობის სააგენტო: 1480; 2 24 14 80; 2 25 14 80; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 2 99 11 49; 2 99 10 41; 2 99 10 58; ,,სტერეო +’’ 2 05 12 12; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2 39 95 05.
სიახლეები
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
18 აგვ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3360
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
85
ნოემ 14 ხუთ 2024
383
ნოემ 12 სამ 2024
502
ნოემ 08 პარ 2024
537
ნოემ 01 პარ 2024
739
ოქტ 31 ხუთ 2024
641