დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სპორტული დარბაზის მდგომარეობის მონიტორინგი დმანისის მუნიციპალიტეტში
30 ივლ 2015
 
მიმდინარე წლის 28 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრა. გუბერნატორის ინიციატივით, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, რომლებშიც მსურველები უფასოდ ივარჯიშებენ და საერთო ფიზიკური მომზადების დონეს აიმაღლებენ. ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტებში სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დაიწყება. მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში სპორტული დარბაზების მდგომარეობას გაეცნენ აგრეთვე საქართველოში ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაძე და ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით რეგიონში იგეგმება უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება, რომელიც წვევამდელთა მომზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებს. მათი გადამზადებაც სწორედ აღნიშნულ სპორტულ დარბაზებში იქნება შესაძლებელი. ამ პროგრამის ფარგლებში რუსთავში უკვე მიმდინარეობს ინსტრუქტორების გადამზადების პროცესი. კურსის დასრულების შემდეგ ინსტრუქტორები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდებიან და ადგილზე მოახდენენ წვევამდელების მომზადებას ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობების გასამყარებლად.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3455
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები