მიმდინარე წლის 28 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრა. გუბერნატორის ინიციატივით, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, რომლებშიც მსურველები უფასოდ ივარჯიშებენ და საერთო ფიზიკური მომზადების დონეს აიმაღლებენ. ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტებში სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დაიწყება. მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში სპორტული დარბაზების მდგომარეობას გაეცნენ აგრეთვე საქართველოში ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაძე და ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით რეგიონში იგეგმება უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება, რომელიც წვევამდელთა მომზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებს. მათი გადამზადებაც სწორედ აღნიშნულ სპორტულ დარბაზებში იქნება შესაძლებელი. ამ პროგრამის ფარგლებში რუსთავში უკვე მიმდინარეობს ინსტრუქტორების გადამზადების პროცესი. კურსის დასრულების შემდეგ ინსტრუქტორები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდებიან და ადგილზე მოახდენენ წვევამდელების მომზადებას ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობების გასამყარებლად. |
სიახლეები
სპორტული დარბაზის მდგომარეობის მონიტორინგი დმანისის მუნიციპალიტეტში
30 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3389
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
318
ნოემ 12 სამ 2024
425
ნოემ 08 პარ 2024
493
ნოემ 01 პარ 2024
698
ოქტ 31 ხუთ 2024
604