ჰორიზონტის გაფართოება: ,,გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ - პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,MercyCorps”- თანპარტნიორობით. პროგრამა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან: 1.,,ქალთა ოთახი“ - ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც ქალებს გაუმარტივებს ინფორმაციასა და სხვადასხვა სერვისზე წვდომას და ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას. 2.განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების ფონდი - ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების კარიერისა და განათლების შესაძლებლობების გაზრდას. 3.განათლება და სკოლები- შერჩეული პედაგოგებისთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გოგონათა გაძლიერების პროგრამით. კომპონენტი ხელს შეუწყობს სკოლებში თემატური გაკვეთილების, ფაკულტატური მეცადინეობების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების ორგანიზებას. მოხდება მშობლების აქტიურად ჩართვა ბავშვების მიერ მომზადებულ მცირე პროექტებში, დისკუსიებში, ფილმების პრეზენტაციებში და ა.შ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სახელმწიფო მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მოქალაქეთა მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში" . ტრენინგს უძღვებოდა რევაზ ეგაძე, ანალოგიური ტრენინგები ჩატარდა ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, განსახილველი საკითხები მოიცავდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მოწყობას და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას და კომპეტენციებს და მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები. |
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სახელმწიფო მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მოქალაქეთა მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში"
17 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3030
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
114
დეკ 30 ორშ 2024
674
ნოემ 22 პარ 2024
594