10 ივლისიდან ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში ყოველ დღე 20 საათიდან 22 საათამდე იმართება შემეცნებითი გასართობი საღამოები.საღამოებში გამოყენებულია იუმორი, სატირა, დიდი ნაწილი ეთმობა მუსიკას და მუსიკის მოყვარულებს, გარკვეული დრო გამოყენებულია შემეცნებითი ხასიათის საუბრებისათვის. ,,შედგება შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან. მოეწყობა პოეზიის საღამოები. ჭადრაკის მოყვარულებს შევთავაზებთ ჭადრაკის თამაშს (მოყვარულებთან შეთანხმებული გრაფიკით), საღამოებში აქტიურად ჩართულ და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად ვიზრუნებთ პარკის და ზოგადად მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაზე, საამისოდ პერიოდულად მოვაწყობთ დასუფთავების აქციებს. ყოველდღე ცეკვის მოყვარულებს მიეცემათ შესაძლებლობა სასურველი ჟანრის ცეკვების შესრულებისა. გაიმართება დისკოთეკები. ასევე 10 ივლისიდან ფუნქციონირება დაიწყო რადიომ ,,დოქი“. ისაუბრა: ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა. საღამოებს კოორდინირებას გაუწევს სამხატვრო ხელმძღვანელი ზოია ბერუაშვილი. ტექნიკური უზრუნველყოფა: ვასილ დაუთაშვილი. წამყვანები: 1.სალომე კოდელაშვილი (ახალგაზრდული საკრებულოდან). 2.გიორგი ჯაგიევი. 3.ვანო ანდიაშვილი.
სიახლეები
დმანისში ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში ყოველ დღე ტარდება შემეცნებითი გასართობი საღამოები
14 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 2913
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
87
ნოემ 14 ხუთ 2024
385
ნოემ 12 სამ 2024
502
ნოემ 08 პარ 2024
538
ნოემ 01 პარ 2024
741
ოქტ 31 ხუთ 2024
641