მიმდინარე წლის 22 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის თემის აქტიურ ლიდერებთან. ტრენინგს უძღვებოდნენ ნონა კვახაძე და რუსუდან კოვზირიძე. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია - არის საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ შექმნილი არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს. ორგანიზაციის მიზანია ეროვნულ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინოს წევრი თვითმმართველი ერთეულების ინტერესები, ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრებას, საქართველოს სოფლების, თემების და ქალაქების გაძლიერებას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორებთან. ასოციაცია არის ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრი, ასევე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის წევრი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია არის- არასამთავრობო ორგანიზაციათა ევროპული ქსელი რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე და მოქალაქეთა მონაწიეობის გაზრდაზე ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს ქსელი აერთიანებს 13 ორგანიზაციას აღმოსავლეთ ევროპიდან, იგი აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან, ევროპის საბჭოსთან და ევროპის რეგიონთა კომიტეტთან. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო ა.დ.გ. დემოკრატიის სააგენტოს ასოციაციის წევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი დაფუძნებულია ქალაქების ქუთაისის, თბილისი, ასევე სტრასბურგი (საფრანგეთი) და ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობის შედეგად. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოში უკეთესი მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. |
სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის ტრენინგი თემის აქტიურ ლიდერებთან
23 ივნ 2015
მნახველთა რაოდენობა: 2993
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
318
ნოემ 12 სამ 2024
425
ნოემ 08 პარ 2024
493
ნოემ 01 პარ 2024
698
ოქტ 31 ხუთ 2024
604