დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრენინგი თემაზე - საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირება
20 თებ 2017
 

2017 წლის 16 - 17 თებერვალს, ქალაქ თბილისში სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე - საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მოქმედი პოლიტიკის და საკანონმდებლო ბაზის მოკლე მიმოხილვის მომზადება. მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირუტყვის დაავადებებით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედ რეგულაციებს, პრევენციის/მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებების მარეგულირებელ კანონმდებლობას ადგილობრივი თვითმმართველობების /მუნიციპალიტეტების კომპეტენციებისა და უფლებების გათვალისწინებით. აღნიშნული მიმოხილვა ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მუნიციპალური სამსახურებისათვის, კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ტრენინგს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე მუნიციპალიტეტში არსებული კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად.

,,გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო ჯგუფების ამოცანაა პირუტყვის დაავადებებით გამოწვეული პრევენციის მექანიზმის გაძლიერება, ტრენინგის ბოლო ნაწილი სიმულაციურ სავარჯიშოს დაეთმო.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სამუშაო ჯგუფს მუნიციპალიტეტში არსებული რისკების იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის სწორი სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება. აღსანიშნავია რომ, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ,,მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ფასილიტაციით“- აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

კატასტროფების რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center) Mercy Corps – ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში (ALCP) ქვემო ქართლისა და აჭარის თერთმეტი მუნიციპალიტეტის კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფებისა და ადგილობრივი საკონტაქტო პირების/კოორდინატორების უნარების გაძლიერების პროექტს ახორციელებს, რომელშიც დმანისის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5642
 
 
 
სიახლეები
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 15 ოთხ 2026
624