დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრო.
17 თებ 2015
 
მიმდინარე წილის 17 თებერვალს სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა სართაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით განხორციელდა. შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები. „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ბაღს გახსნის დროს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცა ლეპტოპის და პრინტერის სახით, ხოლო ბავშვები რბილი სათამაშოებით და ილუსტრირებული წიგნებით გაახარეს. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კი პატარებს პლაზმური ტელევიზორი და მუსიკალური ხმის გამაძლიერებელი აპარატი გადსცა საჩუქრად. სოფელში ბაღი პირვლად გაიხსნა. მშობლების მრავალწლიანი მოთხოვნის მიუხედავად წლების განმავლობაში თხოვნა თხოვნად რჩებოდა. ახლა ჩვენს საბავშო ბაღში ქართველ აღსაზრდელებთან ერთად აზერბაიჯანელი ბავშვებიც ივლიან. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი გარემო და ინტერიერი, შექმნილი კომფორტული პირობები ჩვენც პედაგოგებს ხალისს და ენერგიას გვმატებს უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიმუშაოთ პატარა აღსაზრდელებთან , ისაუბრა ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის“ სამსახურის უფროსმა-ნინო ოქრიაშვილმა. ამავე დღეს მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ „საქართველო - აზრბაიჯანის ინვალიდთა კავშირის“ წევრები მათ მხარის გუბერნატორთან და თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დმანისში მცხოვრებ ინვალიდებს სპეციალური ინვალიდის ეტლები გადასცეს საჩუქრად.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6045
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1806
ივნ 24 ოთხ 2026
1805