დმანისში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში საღამო გაიმართა, რომელიც დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: ირინოლა, შგარიდა, დმანისური აისი, ბავშვთა საესტრადო და ხალხური სიმღერის, თეატრალური და ცეკვის, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელმა სტუდიებმა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში გამოფენილი იყო თემატური ნახატები და რეწვის ნიმუშები. დამსწრე საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ - ზაზა გოშუანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადოება. ღონისძიებას წინ უძღვოდა მოულოდნელი სიურპრისი, დმანისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა ქალბატონებმა ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრისაგან საჩუქრად მიიღეს ვარდები.
სიახლეები
დმანისში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა
08 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 3298
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596