დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” - ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე
18 მარ 2017
 

მიმდინარე წლის 17 მარტს, ქალაქ თბილისში „სასტუმრო ჰუალინგში“, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით გაიმართა ღონისძიება თემაზე: „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“.

ღონისძიებას 500-მდე დელეგატი დაესწრო, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ,,ქალთა ოთახების” მენეჯერები, სოფლის რწმუნებულები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და რეგიონებში მცხოვრები ქალები და მამაკაცები – ისინი, ვინც უკვე შეცვალა, ან აპირებს, რომ შეცვალოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, მათთვის თანასწორი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდით, წამოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს, მოტივაციის წყაროებს, კონკრეტულ მაგალითებსა და მიღწევებს.

ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე ,,Good Political Sense - Engaging women voters". გამგებელმა ისაუბრა ,,ქალთა ოთახის" გამოცდილების შესახებ, ასევე სამომავლო გეგმებზე. აღნიშნა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი იყო პირველი, სადაც გაიხსნა ,,ქალთა ოთახი" და პირველივე წელს მიღწეული იყო მნიშვნელოვანი შედეგები: მაღალი იყო სოფლის კრებებში მონაწილე ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერილი იყო ქალბატონების ინიციატივები, სოფელ ბოსლებში გაიხსნა საბავშვო ბაღი, ასევე იგეგმება სოფელ სარკინეთში საბავშვო ბაღის გახსნა, აღნიშნული პროექტიც არის ქალების მიერ ინიცირებული.

,,თანასწორი განვითარების ხელშეწყობისათვის სასურველია გაიზარდოს მუშაობა თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი ინფორმირება მოქმედი პროექტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მცირე ბიზნესის წარმოება, რაც მათ მისცემს მეტ დამოუკიდებლობას" - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავალფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძისა და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარიული საწარმოს პროდუქცია, ბიზნესსაკონსულტაციო ფირმები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ასოციაცია. გამოფენილი იყო აგრეთვე ფოტოკონკურსის ფინალისტთა ნამუშევრები.

ღონისძიების ფასილიტატორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფს-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ იყო .

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4388
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები