ყოველი წლის 19 – 21 მარტს ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხი ტრადიციულ დღესასწაულს ,,ნოვრუზ ბაირამს“ აღნიშნავს.
21 მარტს ,,ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული დმანისში სოფელ ქვემო ოროზმანში აღინიშნა.
დმანისში მცხოვრებ ერთნიკურ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა მიულოცა.
ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული (დოღი, მკლავჭიდი, კროსი) და კულტურული (ეთნოგრაფიული კუთხის, სოფლის ნობათის და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, კონცერტი) ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ანსამბლები: „კიდევაც დაიზრდებიან“, „დმანისური აისი“, სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისანსამბლი „დანსი“.
საესტრადო სტუდიის აღსაზრდელები, ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა სოფლების საესტრადო ჯგუფები.
ღონისძიების დასასრულს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სიმბოლური ფასიანი საჩუქრები გადასცა დმანისელ მოქალაქეებს ღვაწლისა და დამსახურებისთვის.