დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ცოცხალ წიგნებს უმასპინძლა
24 აპრ 2017
 

მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ -ის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების და პოეტების მობილური ჯგუფი დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნინო გუგეშაშვილი, ლელა ცუცქირიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი კაკაბაძე, რობერტ მესხი, მარიამ წიკლაური.

პროექტი „ცოცხალი წიგნი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილდება და თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში წიგნების ავტორები თავად დადიან საქართველოს სხვადსხვა რეგიონში, პირადად უკითხავენ საკუთარ ნაწარმოებებს მკითხველებს. ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3195
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები