დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ დმანისში უანგარო დონორთა აქცია გაიმართა
01 მაი 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, გაზეთი ინტერნაციონალის და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ერთობლივი ინიციატივით, მიმდინარე წლის 30 აპრილს შპს ახალ სამედიცინო ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, შსს დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ექიმების განმარტებით სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია. გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები უტარდება.
აქციის პარალერულად ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით დმანისელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის გაიმართა კულტურული ღონისძიება.

ღონისძიებას შემოუერთდნენ გაზეთ ინტერნაციონალის რედაქტორი ნინო შალამბერიძე და რუსეთის კინოსა და თეატრის ვარსკვლავები - ფილმ ,, იგრა"-ს მთავარი როლის შემსრულებელი პაველ ბარშაკი და ირინა ვალცი.
ღონისძიებას ესწრებოდა ,,სოკარის წარმომადგენლობა საქართველოში" წარმომადგენელი ორხან გასანოვი, რომელმაც ბავშვებს კომპანიის სახელით გადასცა საჩუქრები.

ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს დმანისის საექსპოზიციო დარბაზი და ნაქალაქარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3457
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები