დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„კალიგრაფიის მარგალიტები“
15 მაი 2017
 

2017 წლის 14 მაისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში ჩატარდა ფინალური კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები“.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ეკატერინე ოქრიაშვილი

- კონკურსი მეორე წელია რაც ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდება. მონაწილეობა მიიღო ყველა მუნიციპალიტეტის მეორე ეტაპის გამარჯვებულმა. მონაწილეთა ნამუშევრებში ძალიან საინტერესო ხედვა და ორიგინალობა გამომჟღავნდა. ფინალური კონკურსის შედეგები ივნისის დსაწყისისთვის იქნება ცნობილი და გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება სამ ასაკობრივ კატეგორიასა (II-IV; V-VIII; IX-XII კლასები) და სხვადასხვა ნომინაციებში.

კონკურსი ჩატარდა ქალაქ რუსთავის კერძო სკოლის „ლაზარე“- ს დირექციის და სახელმწიფო რწმუნებულის ქვემო ქართლის გუბერნიის აპარატის ორგანიზებით და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელშეწყობით.

ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნიის აპარატის უფროსის მოადგილე - ლევან ჟვანია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6592
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1809
ივნ 24 ოთხ 2026
1808