დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარემოს დაცვის დღე დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა
05 ივნ 2017
 

გარემოს დაცვის დღე დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა.

აქცია გაიმართა ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდი დმანისიდან ქალაქ დმანისის მიმართულებით.

მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაზა გოშუანმა, საკრებულოსა და გამგეობაში არსებულმა ყველა სამსახურმა, ასევე ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, ააიპ ,,დმანისის საბიბლიოთეკო, ააიპ დმანისის N1 სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებმა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა.

შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდინა ააიპ კომუნალურმა სამსახურმა.

აღსანიშნავია, რომ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5049
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები