მიმდინარე წლის 26 ივლისს ტრადიციულად პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სახალხო დღესასწაული „დმანისობა“- მეგობრობის, ტოლერანტობის დღე.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მოადგილეებთან ერთად და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ კონცერტზე ქართულ და აზერბაიჯანულ მოტივებზე შექმნილი სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შესრულდა.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ბავშვთა სტუდიებმა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიის ბავშვთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული გამოფენა.
პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები დოღში, მკლავჭიდში, კროსში და მძლეოსნობაში. აღნიშნულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
დმანისობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში 2016 წლის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროსა და
ვერცხლის მედლები. (რვა ორქო, ექვსი ვერცხლი).