განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სწავლა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში დაიწყო.
ყველა სკოლის დირექციამ საზეიმო ღონისძიებით მიულოცა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, აგრეთვე ისაუბრეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.
დმანისის მუნიციპალიტეტში 288 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელებს ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად პორტატული კომპიუტერებიც გადაეცათ.
ბუკებში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები და თამაშები, რაც ხელს შეუწყობს პატარებს უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და ისწავლონ ხალისით.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და თანამშღომლებთან ერთად თითოეულო პატარას, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება.
დმანისის მუნიციპალიტეტის - გამგებელი გოგი ბარბაქაძე
,,ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, მთელ საქართველოს სწავლის დაწყების დღეს. მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება.
ნათელი მომავალი გქონდეთ და გეცხოვროთ ძლიერ ქვეყანაში".