25-29 ოქტომბერს კიევში გაიმართა უკრაინის ღია პირველობა ,,კიკბოქსინგში'', სადაც დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი ,,არწივი" იყო მიწვეული.
კლუბი ,,არწივი"-ს დამფუძნებლის და გუნდის მწვრთნელის-ლერი ავალიშვილის ინფორმაციით აღნიშნულ ტურნირზე ლაშა მუსხელიშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ჩაატარა ექვსი ბრძოლა, მიაღწია ფინალამდე და ფილალში დამარცხდა, დასჯერდა მეორე ადგილს.
,,დამარცხება განპირობებული იყო უცხო გარემოთი, აკლიმატიზაციით და ალბათ კიდევ მეტი მომზადება იყო საჭირო. მადლობა მინდა გადავუხადო ,,არემჯი გოლდ"-ს მხარდაჭერისთვის" -აღნიშნა კლუბი ,,არწივი" -ის დამფუძნებელმა და გუნდის მწვრთნელმა ლერი ავალიშვილმა.