ევროკავშირის და ,,UN Women" -ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. განსაკუთრებული ყურადრება მიექცა საჯარო სკოლებში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გავრცელებას.
დისკუსიას ესწრებოდნენ პედაგოგები, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, ასევე დმანისის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ – გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი ინგა მილდიანი.
ღონისძიება გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის“ მხარდაჭერით.