მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგ - კონსულტაცია გაიმართა პროგრამულ ბიუჯეტირებაში.
სასწავლო შეხვედრის ფარგლებში სესიას უძღვებოდა ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი.
ტრენინგში მონაწილეობას დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები იღებდნენ, სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლები, პრიორიტეტების დოკუმენტის დაგეგმვა, თვითმმართველობების ბიუჯეტის პროგრამირებისათვის მარტივად აღქმადი და გაზომვადი ინდიკატორების შემუშავება და დადგენა.
სასწავლო ტრენინგის მიზანს მასში მონაწილე საჯარო მოხელეების დახმარება მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროგრამების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, პროგრამაზე გამოყოფილი თანხის სიდიდე და ეფექტურობა წარმოადგენდა.