დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნა. ახალადგახსნილი საწარმო საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურმა დირექტორმა მარსელა მაქსფილდმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს და კოოპერატივ „ქციის მონასტრის“ წევრებს შეხვდნენ.
კოოპერატივი „ქციის მონასტერი“ 2015 წელს დაფუძნდა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში. კოოპერატივში გაერთიანდა 13 მეფუტკრე, იმავე წელს კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივის სტატუსი. კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოქსფამ საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ მხარდაჭერით.
ENPARD -ის გრანტის ფარგლებში კოოპერატივს თანადაფინანსებით გადაეცა 100-მდე სკა და თაფლის გადამამუშავებელი საწარმოო აღჭურვილობა. სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ამოქმედდა თაფლის გადამამუშავებელი საწარმო. 2016 წელს კოოპერატივმა მიიღო მონაწილეობა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსებით 100 სკა გადაეცა.
კოოპერატივ „ქციის მონასტრის“ თავმჯდომარე ტარიელ გოცირიძის განცხადებით კოოპერატივი ორი სახის პოლიფლორულ თაფლს აწარმოებს ბრენდ „გოლეულის“ სახელით. “ჩვენთვის, როგორც მრავალი წლის გამოცდილების მქონე მეფუტკრეებისათვის, პროდუქტის სიჯანსაღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თაფლი მიიღება მაღალმთიან ეკოლოგიურ გარემოში, ქართული რუხი ფუტკარის მთაბარობით. ჩვენ ფუტკარს არ ვაძლევთ არასასურველ დანამატებსა და ანტიბიოტიკებს, მკურნალობის ბიოსაშუალებებს ვანიჭებთ უპირატესობას. მრავალწლიანი გამოცდილება, საქმის ერთგულება და ეკოლოგიური გარემო სასარგებლო და გემრიელი თაფლის წარმოების წინაპირობაა. “ -აცხადებს ტარიელ გოცირიძე.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში თაფლის გადამამუშავებელი მცირე კოოპერაციული საწარმო გაიხსნა
18 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5031
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
სიახლეები
თებ 28 შბ 2026
486
თებ 24 სამ 2026
973
თებ 14 შბ 2026
1056

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































