დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

რეგიონალური შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებთან
25 დეკ 2017
 

მიმდინარე წლის 23-24 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ,,იოტა“-ში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა  2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული  ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის  მუნიციპალიტეტებში განხორციელების ხელშეწყობა. კანონით განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებებისათვის სავალდებულო ეროვნული სტანდარტები და რეგლამენტები, რომელთაგან 4 საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს  დაამტკიცა. ადგილობრივ დონეზე სკოლამდელ მომსახურებაზე, მართვაზე, დაფინანსებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელნი კანონის თანახმად მუნიციპალიტეტები არიან.

შეხვედრის ამოცანას წარმოადგენდა კანონის, ეროვნული სტანდარტებისა და მათი პასუხისმგებლობის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებაში დახმარება მუნიციპალიტეტებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  ეკატერინეოქრიაშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მურაზი აბრამიშვილი და დმანისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2924
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები