დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს
28 დეკ 2017
 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა, არსებული დაბრკოლებები, შესაძლებლობები და გამოწვევები - ამ თემების შესახებ იმსჯელეს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ ტრენინგზე. 

შეხვედრას მხარის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრეს. 

ტრენინგი ჩატარდა კავშირი „ბერილუსის“ პროექტის „ჩემ შესახებ“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2662
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები