დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმები დასრულდა
29 დეკ 2017
 

დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს ახალი წელია. ორი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა იყო დმანისის ყველა საბავშვო ბაღში. აღსაზრდელებმა ახალი წლის ზეიმზე ლექსები, სიმღერები წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს.

ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. დღეიდან დმანისის ყველა საბავშვო ბაღში საშობაო არდადაგები დაიწყო, რომელიც 2018 წლის 15 აინვრამდე გაგრძელდება.

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ძირძველ სოფელ გომარეთში ტრადიციულად ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს ბავშვებს.

საზეიმო განწყობა იყო ასევე ახლადგახსნილ სარკინეთის საბავშვო ბაღში, სადაც უმოკლეს დროში ბავშვებმა თავისი ნიჭი და უნარი გამოამჟღავნეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8650
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1813
ივნ 24 ოთხ 2026
1812