ძვირფასო დმანისელებო,
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!
ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ, მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო.
შობა და ახალი წელი - ეს ის დღეებია, როდესაც ყველა ივიწყებს დროებით დარდს, ტკივილს და თბილი გულით ხვდება ახალს. ახალი წელი ხომ ძველის დავიწყების და ახლის შემობრძანების სიმბოლოა.
ვისურვებდი, რომ დამდეგი 2018 წელი იყოს დღეგრძელობის, სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული წელი.
მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით შევძლებთ, რომ უკეთეს დმანისში ვიცხოვროთ!
ვიმედოვნებ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო მეტად საქმიანი, წარმატებული და სასიკეთო იქნება.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
კეთილი სურვილებით, სიყვარულით და პატივისცემით,
გიორგი ტატუაშვილი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი