11 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარმაზში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.. შეხვედრა კომპანია "Ecotox"-ის და ,,GREENTOX’’-ის წარმომადგენლებმა გამართეს.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. კომპანია კომბინირებულ საკვებს აწარმოებს, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ შეთავაზებული პროდუქცია საქართველოში სხვადასხვა მსხვილმა საწარმოებმა უკვე გამოიყენეს და დადებითი შედეგი სახეზეა. მათივე თქმით, შემოტანილი პროდუქცია არის ბუნებრივი, ძლიერი აბსორბენტი, რომელიც ახორციელებს მიკოტოკსინების (სოკოვანი) და ბაქტერიების აბსორბაციას და არ აძლევს მათ სისხლში მოხვედრის საშუალებას. პროდუქტი გამოიყენება ყველა შინაური ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებში. “INNOTOX”-ი ზრდის იმუნიტეტს და აძლევს საშუალებას არ იქნას გამოყენებული ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე ანტიბიოტიკები. პარალელურად მცირდება ცხოველის საკვების მოხმარების ხარჯი და უწყობს ხელს ცოცხალი წონის ზრდას. გარდა ამისა ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, საგრძნობლად ამცირებს სიკვდილიანობას და იძლევა ჯანსაღ პრდუქტს. კვერცხმდები ქათმების შემთხვევაში საგრძნობლად იზრდება კვერცხის ხარისხი, რაც გამოიხატება სქელ ნაჭუჭში, კვერცხის მოცულობასა და კვერცხის დების რაოდენობის ზრდაში. საქონლის შემთხვევაში ზრდის წველადობას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.
სიახლეები
ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
11 იან 2018
მნახველთა რაოდენობა: 3324
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
29
ნოემ 14 ხუთ 2024
337
ნოემ 12 სამ 2024
451
ნოემ 08 პარ 2024
513
ნოემ 01 პარ 2024
717
ოქტ 31 ხუთ 2024
617