მიმდინარე წლის 14 იანვარს ა(აიპ) ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” საესტრადო სტუდია „მიქსი“ მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტებით წარსდგა და ერთი ლამაზი საღამო აჩუქა მათ.
ლამაზად მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით მოიწონეს თავი. კონცერტში სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდიის ხელმძღვანელმა მარიამ ქოჩორაძემ.
საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. ახალი დუეტის პრემიერა შედგა, რამაც დარბაზის დიდი მოწონება დაიმსახურა.